საქართველოში ნელექიანი ამინდებია მოსალოდნელი

  • pia.ge
  • 6 აგვისტო 12:06, 2018 წელი

საქართველოს ზოგიერთ რაიონში 6–7 აგვისტოს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.


ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე 8–10 აგვისტოს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, 9 აგვისტოს ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.


ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +24, +29 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +28, +33 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.


თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge