"ვიპოვე! სალომე ზურაბიშვილის 2010 წელს ნაჩუქარი შარფი... უნდა გავიკეთო ეთერში" - გრიგოლია

  • რეზონანსი
  • 6 აგვისტო 11:29, 2018 წელი

ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ დიდი ძებნის შემდეგ 8 წლის წინ სალომე ზურაბიშვილის მიერ ნაჩუქარი შარფი იპოვა. როგორც ჩანს, იგი ამ საჭირო ნივთს დანიშნულებას მოუძებნის.

"ვიპოვე!!! ვიპოვე!!!! სალომე ზურაბიშვილის ცნობილი შარფი 2010 წელს, მთელი აქციების მსვლელობისას რომ ეკეთა და არ იხსნიდა. ბოლოს მე მაჩუქა ეთერში და იმ დღიდან რამდენიმე წელი ტელევიზიაში აღარ მიმუშავია... მალე განცხადებას გააკეთებს არჩევნებში მონაწილეობაზე და ცხადია, ვეძებდი ამ სიმბოლურ შარფს. გადმოვანგრიე ყველა თარო, ჰოდა ვიპოვე. მასთან პირველსავე ინტერვიუზე უნდა გავიკეთო ეთერში“, - დაწერა გრიგოლიამ.

წყარო: რეზონანსი