12-13 წლის ბავშვები თურქეთში თხილის საკრეფად მიდიან - სამწუხარო რეალობა

  • რეზონანსი
  • 6 აგვისტო 10:38, 2018 წელი

თურქეთში თხილის სეზონი დაწყებულია და ქართველები სამუშაოდ ქალაქ ორდუში მიემგზავრებიან.

სარფის საბაჟოზე თურქეთის მხარეს „ბათუმელები“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ ადამიანებს შეხვდა.


ისინი სამურშურტო ტაქსებთან იყვნენ შეგროვილი და გამგზავრებას ელოდებოდნენ. ერთ-ერთ სამარშრუტო ტაქსში 15 მგზავრი იყო – თელავიდან, ოზურგეთიდან, ზესტაფონიდან, ტყიბულიდან და ხონიდან, მათ შორის 3 არასრულწლოვანი. 12-14 წლის ბავშვები თურქეთში თხილის საკრეფად გაემგზავრნენ. "ესაა საქმე ბავშვები თურქეთში თხილის საკრფად მიდიან და მთავრობა ამბობს ყველაფერი კარგადააო", - აცხადებდნენ მგზავრები.

წყარო: რეზონანსი