,,ნიკოლოზ ხუბუტია მამის ბიზნესს და დიდ ფულს შეეწირა” – მკვლელობის სკანდალური ვერსია

  • რეზონანსი
  • 6 აგვისტო 10:34, 2018 წელი

მოსკოვში მცხოვრები ქართველები ყვებიან, ნიკოლოზ ხუბუტია მამის ბიზნეს ინტერესებს შეეწირა.

ხუბუტიას საქმეებში ჩახედული ადამიანები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდი მას დიდი დაპირისპირება ჰქონდა მოსკოვის მერთან, სერგეი სობიანინთან. როგორც ამბობენ, ეს ყველაფერი სამშენებლო ბიზნესსა და შესაბამისად, დიდ ფულს უკავშირდება.


მოსკოვის მოქმედი მერი ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის „სასტავს“ დაერია და წილების დათმობას აიძულებდა. ამბობენ, ხუბუტიას მისამართით ბოლო დროს იყო მუქარაც წილების არ დათმობის შემთხვევაში. სწორედ ამ ისტორიის გათვალიწინებით, ხუბუტიას საახლობლოს ერთი ნაწილი მკვლელობის ვერსიას განიხილავს. იმასაც ამბობენ, გარდაცვლილს, რომელიც პირქვე იწვა,  გვერდით იარაღი, საეჭვო მდებარეობით ეგდო, რაც მკვლელობის ვერსიას უფრო ამყარებსო.  იარაღი, რომლითაც გასროლა მოხდა, პირველადი ინფორმაციით, მიხეილ ხუბუტიას ეკუთვნის.


თავად მიხეილ ხუბუტია, რომელიც სენ-ტროპედან მოსკოვში ჯერ არ ჩაფრენილა, სოციალურ ქსელში წერს: „რისთვის შვილო, რაღად მინდა სიცოცხლე?“  რუსული პრესა იწერება, რომ შეძლებული ბიზნესმენის შვილს, ნიკოლოზ ხუბუტიას, ბოლო დროს დეპრესია ჰქონდა და ხშირად ამბობდა, რომ დაიღალა და ცხოვრება მოსწყინდა.

წყარო: რეზონანსი