ვის წარადგენს პრეზიდენტი ნინო გვენეტაძის შემცვლელად - რამდენიმე სავარაუდო კანდიდატი

  • რეზონანსი
  • 6 აგვისტო 10:35, 2018 წელი

იურისტთა ვარაუდით, გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს ანა დოლიძეს შესთავაზებს, მაგრამ პარლამენტი ამ კანდიდატურას ჩააგდებს.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეიდან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შესარჩევად იმ აკადემიურ წრეებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონსულტაციებს იწყებს, რომლებიც მართლმსაჯულების სისტემაში ვითარების გაუმჯობესებაზე მუშაობენ.


როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, პრეზიდენტის მიზანია, რაც შეიძლება ფართო ჩართულობით მოხდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევა, რაც გულიხმობს ყველა მნიშვნელოვანი ჯგუფისა და ინსტიტუტის, მათ შორის - პარლამენტის ჩართულობას ამ პროცესში.

წყარო: რეზონანსი