გერმანიაში განუწყვეტელი სიცხის გამო მდინარეეებმა დაშრობა დაიწყო

  • რეზონანსი
  • 3 აგვისტო 11:39, 2018 წელი

ევროპაში გაუსაძლისი სიცხეა.

გერმანიის აღმოსავლეთ რეგიონებში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსს აღწევს. ქალაქ კიოლნში მიმდებარე ტერიტორიაზე, ქვეყნის ყველაზე დიდ მდინარე რაინში წყლის დონე რეკორდულად დაბალ მაჩვენებელზეა.


სპეციალისტების განცხადებით, მსგავსი ვითარება ჩვეულებრივად წყალუხვ მდინარეში მცხოვრებ ცოცხალ ორგანიზმებს საფრთხეს უქმნის.


მდინარეების დაშრობა ასევე სატვირთო გადაზიდვებს შეუშლის ხელს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გერმანიის რეგიონში ნალექი საერთოდ არ მოსულა.

წყარო: რეზონანსი