ბუბა კიკაბიძე: არ ვიყავი ასეთი ტანჯვის ღირსი

  • რეზონანსი
  • 3 აგვისტო 11:37, 2018 წელი

მომღერალ ბუბა კიკაბიძეს 80 წელი შეუსრულდა.

ყოველთვის სავსე ცხოვრება ჰქონდა, წარმატებას მიაღწია შემოქმედებაშიც, პირადშიც ცხოვრებაშიც, თავიდანვე ვარსკვლავივით გაბრწყინდა როგორც სცენაზე, ასევე კინოში. თუმცა, ბოლო წლებში მომღერალი ავადმყოფობამ შეაწუხა.


"ბევრი ოპერაცია გამიკეთდა მაშინაც კი, როცა იმედებს არ იძლეოდნენ. თვითონ ვაწერდი ხელს, რომ პასუხისმგებლობას ვიღებდი ყველაფერზე, ოღონდ ოპერაცია გაეკეთებინათ.


ახლა დიალიზზე ვარ. ეს კეთდება მაშინ, როცა თირკმელი არ მუშაობს და მის ადგილას მუშაობს დანადგარი. ეს სიცოცხლის ბოლომდე მჭირდება. ისეთი უცნაური დაავადება, სისხლი არ იწმინდება. ეს არ უნდა დამართნოდა, არ ვიყავი ასეთი ტანჯვის ღირსი. ალბათ რაიმე ცოდვა მაქვს. ამდენი დაავდებაა და რაღა ეს დამემართა, რომელიც უკურნებელია?! – ყვება ბატონი ბუბა, რომელიც ცოტა ხნის წინ  "პროფილის" სტუმარი იყო.


"80 წელი 80 წელია, სად გაექცევი. სიკვდილი რა არი, რო? რაღაცის დანამატი. გინდა, 100 წელი გიცოცხლია… არა, მე არ მეშინია მაგის. მორჩა კინო!" – უთხრა მომღერალმა მაია ასათიანს.

წყარო: რეზონანსი