საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელმა საქართველოს მოქალაქემ პირი ამოიკერა

  • რეზონანსი
  • 2 აგვისტო 13:07, 2018 წელი

საფრანგეთის ქალაქ რენში ლტოლვილთა დროებითიგანთავსების ცენტრში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ პირი ამოიკერა.

იგი ამტკიცებს, რომ არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. საქართველოს მოქალაქე ამბობს, რომ მას მძიმე ინფექციური დაავადების დიაგნოზიდაუსვეს, თუმცა ცენტრში მისი მედიკამენტებით უზრუნველყოფასა და სამედიცინო პუნქტში გადაყვანაზე უარს ამბობენ.


როგორც თავშესაფრის მაძიებელი ფრანგულ მედიასთან საუბარში აცხადებს, მას ერთი ოპერაცია საფრანგეთში გაუკეთეს, თუმცა მისი მდგომარეობა გაუარესდა.


„არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია ჩემი მკურნალობა საქართველოში, თუმცა ასეც რომ იყოს, ეს ძალიან ძვირი დაჯდება და გადახდას ვერ შევძლებ“, – აცხადებს საქართველოს მოქალაქე.


რენის თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი განთავსების ცენტრში, გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარისგან თავს იკავებენ.

წყარო: რეზონანსი