ინდოეთში წყალდიდობას 100-ზე მეტი ადამიანი ესხვერპლა

  • pia.ge
  • 1 აგვისტო 17:56, 2018 წელი

ინდოეთის, უტარ-პრადეშის შტატში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 106 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი დაშავდა.

ტელეარხ NDTV-ის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად სულ მცირე 600 საცხოვრებელი სახლი განადგურდა, ასევე 80-მდე პირუტყვი გაწყდა.


შტატის მთავარმა მინისტრმა იოგა ადიტიატხმა ადგილობრივ ხელისუფლებას დაავალა არსებული საფრთხის შესახებ მოსახლეობა გააფრთხილონ, ასევე დაზარალებულ ოჯახებს მაქსიმალურად მოკლე ვადაში ფინანსური და სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ.


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge