მსახიობებს სპექტაკლში მოწევის უფლებას მისცემენ

  • რეზონანსი
  • 29 ივლისი 21:37, 2018 წელი

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ კომიტეტის რეკომენდაციაა მსახიობებს სპექტაკლის მიმდინარეობის დროს მოწევის უფლება მისცენ.

შესაძლებელია დაწესდეს თამბაქოს მოწევის დაშვება მსახიობის/შემსრულებლის მიერ სპექტაკლის ან თეატრალური წარმოდგენის მიმდინარეობის დროს მხოლოდ რეჟისორის ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით. ამასთან, სპექტაკლის ან თეატრალური წარმოდგენის მიმდინარეობის წინ მაყურებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაციას თამბაქოს ნაწარმის მავნე ზემოქმედების თაობაზე და უნდა შეიქმნას ფორმალური მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს რეჟისორის/თეატრის მიერ დასაბუთებას რომ თამბაქოს მოწევა სცენაზე არის მხატვრული ჩანაფიქრის აუცილებელი ნაწილი”, - ნათქვამია კომიტეტის რეკომენდაციაში. 


აქვე მოცემულია სხვა რეკომენდაციებიც, მათ შორის კომიტეტი მიიჩნევს, რომ უნდა დაზუსტდეს ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის საკითხი კანონით აკრძალულ დახურულ სივრცეში თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებით. კერძოდ, უნდა დაწესდეს სანქცია პირებისთვის, რომლებიც არ თამბაქოს გაფრთხილების მიუხედავად მოწევენ აკრძალულ ადგილზე

წყარო: რეზონანსი