უბედური შემთხვევა თბილისის ზღვაზე

  • pia.ge
  • 29 ივლისი 16:29, 2018 წელი

თბილისის ზღვაზე 27 წლის კაცი დაიხრჩო. აღნიშნულს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ჰუალინგის დასახლების მიმდებარე ტერიტორიიდან ამოიღეს.


შეტყობინებაზე მაშველები თვითმხილველის განცხადების საფუძველზე გავიდნენ.


​ადგილზე მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე სამაშველო ჯგუფები და განსაკუთრებული სიტუაციების დანაყოფები.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge