ვის სურს პატრიარქს გადადგომა? – მეუფე გრიგოლის სენსაციური განცხადება და საპატრიარქოს დუმილი

  • ალია
  • 29 ივლისი 11:45, 2018 წელი

მეუფე გრიგოლის სენსაციურ განცხადებაზე ეკლესიას განმარტება არ გაუკეთებია - მეოთხე დღეა, საპატრიარქო დუმს.

წმინდა სინოდის გავლენიანმა წევრმა სამშაბათს ინგაგრიგოლიას რეაქციაში თქვა, რომ პატრიარქს საერო პირებიგადადგომას თხოვდნენ. წმინდა სინოდის წევრის ეს სიტყვები მეორედღეს კურიერთან დაადასტურა ვანისა და ხობის მეუფე ანტონმა.


კურიერი შეეცადა იმის გარკვევას, ვინ იყვნენ ადამიანები, ვინც პატრიარქთან მივიდნენ დაწასვლა ურჩიეს.


სანდრო წყარო ყვება, რომ შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე ბიზნესმენი ვანოჩხარტიშვილია. თავად ვანო ჩხარტიშვილმა თქვა, რომ ის პატრიარქთან ახლოს არის, თუმცავერასდროს ვერ გაბედავდა მსგავსი რჩევა პატრიარქისთვის მიეცა.


ჩხარტიშვილი გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესისასწავლებელს ხელმძღვანელობს და წლებია, პატრიარქთან პირდაპირ კავშირი აქვს.


ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა, რომელიც საპატრიარქოს ამბებს იძიებს, ყვება, რომ ვანოჩხარტიშვილთან ერთად, პატრიარქის გადადგომის მთხოვნელთა რიგებში ბიზნესმენილევან ვასაძეც არის.


მეუფე გრიგოლის ნაამბობიდან ირკვევა, რომ პატრიარქს გადაგომა და საეკლესიო ტახტისდათმობა მას შემდეგ სთხოვეს, რაც მან მოსაყდრე დაასახელა, ანუ გაჩნდა კონკრეტულისასულიერო პირი, ვინც ეკლესიის საჭეთმპყრობელი გახდებოდა.


თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი მბობს, რომ საპატრიარქოს შიგნით პატრიარქის გადადგომისგეგმაზე შორენა თეთრუაშვილი და გიორგი ანდრიაძეც მუშაობენ.


კურიერის ინფორმაციით, პატრიარქს გადადგომა მოსაყდრის დასახლებიდან მალევესთხოვეს.


ირკვევა, რომ პატრიარქის ტახტის გასათავისუფლებლად ღია ბრძოლა უკვე ორი წელია,მიდის. პატიმრობაში მყოფი მამა გიორგი მამალაძე კურიერისთვის გამოგზავნილ წერილშიწერს, რომ ციანიდის საქმე ამ გეგმის ნაწილი იყო.


“არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო გავრცელებულ ინფორმაციას იმის თობაზე, რომ კათალიკოს-პატრიარქს გადადგომისკენ მოუწოდებენ გარკვეული ადამიანები და ჯგუფები. გეტყვით, რომამ ადამიანებმა ციანიდის პროვოკაციით ვერ შეძლეს იმ შედეგის მიღება, რაც დაგეგმეს,ამიტომ სხვადასხვა ხერხით აგრძელებენ მცდელობებს, გავლენა მოახდინონ უწმინდესზე. ესკონკრეტული მზაკვრობა მხოლოდ ერთი ნაწილია მათი მთავარი სტრატეგიული მიზნისა დამათი მიზანი საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციაა. მერწმუნეთ, დღეს ისე, როგორცარასდროს, დედაეკლესიას თქვენი მხარდაჭერა სჭირდება,“ – ნათქვამია მამა გიორგიმამალაძის წერილში.


წერილი მამა გიორგი მამალაძემ კურიერს საკანში მეუფე გრიგოლთან 4-საათიანი შეხვედრისშემდეგ გამოუგზავნა.


ფაქტია, რომ ხანგრძლივ შეხვედრაზე მღვდელმა მღვდელმთავარს ისეთი რამ უთხრა, რომმეუფე გრიგოლი იძულებული გახდა, საგანგებო განცხადება გაევრცელებინა.


განცხადებაში პატიმარ დეკანოზს ფოთის მიტროპოლიტი ტრაგიკული პროცესებისმსხვერპლად მოიხსენიებს. ამბობს, რომ რაც მატროსოვის საკანში ითქვა, მარტივი მოსასმენიარ არის.

წყარო: ალია