„სისხლიანი“ მთვარის დანახვა საქართველოდანაც იქნება შესაძლებელი

  • რეზონანსი
  • 27 ივლისი 16:48, 2018 წელი

27 ივლისს სააქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება XXI-ე საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი დაბნელების - მთვარის სრული დაბნელების დანახვა.

ასტრონომების გათვლებით, 27 ივლისს მოსალოდნელი მთვარის დაბნელება ყველაზე ხანგრძლივი და სანახაობრივი იქნება. ჯანმში, მთავრის დაბნლება გაგრძელდება 3 საათისა და 56 წუთის განმავლობაში, ხოლო მთლიანი ფაზა გაგრძელდება 1 საათისა და 45 წუთის განმავლობაში, თბილისის დროით 23:30-დან-01:13 საათამდე.


საქართველოს მცხოვრებლებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ თვალი მიადევნონ ყველა ფაზას. მიუხედავად იმისა, რომ დაბნელება 01:13 საათზე დასრულდება, მთვარე თავის უჩვეულო ფერს 02:19 საათამდე შეინარჩუნებს.


სრული დაბნელებისას მთვარე ხდება წითელი ან ყავისფერი შეფერილობის, სწორედ ამიტომ, მთვარის მსგავს დაბნელებებს უწოდებენ „სისხლიანს".


ამ დაბნელებას უნიკალურს ასევე ხდის ის, რომ 27 ივლისს სამხრეთ-აღმოსავლეთ ჰორიზონტზე შესაძლებელი გახდება მთვარისა და პლანეტა მარსის ერთმანეთისგან არც ისე შორს ხილვა.


მთვარის იშვიათი დაბნელების ხილვა შესაძლებელი იქნება შეუიარაღებელი თვალითაც, იმ შემთხვევაში თუ ამინდი იქნება შესაფერისი და უზრუნველყოფილი იქნება კარგი ხილვადობა.


საქართვლოში შემდეგი მსგავსი დაბნელების დანახვა მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ-2025 წლის 7 სექტემბერს იქნება შესაძლებელი. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ შემდეგი ასეთი დაბნელება, ამჟამინდელთან შედარებით, ერთი სააათით ადრე დასრულდება.


მთვარის დაბნლება მკაფიოდ გამოჩნდება ასევე დედამიწის სხვადასხვა ნაწილში - აღმოსავლეთ აფრიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში, ასევე ანტარქტიდაზე.


სამხრეთ ამერიკაში, დასავლეთ აფრიკასა და ევროპაში დაბნელება დაიწყება მას შემდეგ, რაც მთვარე ამოვა, ხოლო სამხრეთ აზიასა და ავსტრალიაში კი პირიქით-მთვარის დაბნელება დაიწყება მას შემდეგ, რაც ის ჩავა.


ერთად-ერთი რეგიონი, რომლის მცხოვრებლებიც ვერ შეძლებენ მთვარის დაბნელების ამ უიშვიათესი პროცესის ხილვას- ჩრდილოეთ ამერიკაა.


შეგახსენებთ, რომ XXI-ე საუკუნეში მოხდება 225 მთვარის დაბნელება, მათ შორის 85 ჯერ მოსალოდნელია სრული დაბნელება.

წყარო: რეზონანსი