თბილისი მტვრის ღრუბელმა დაფარა

  • pia.ge
  • 27 ივლისი 15:30, 2018 წელი

თბილისი დილიდან მტვრის ღრუბელმა დაფარა. რამ გამოიწვია უჩვეულო ბურუსი დედაქალაქში, ამის გასარკვევად ,,პირველი" გარემოს ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, არსებული სინოპტიკური სიტუაციის გამო (სამხრეთიდან მოქმედი ცხელი ჰაერის მასებისა და ამიერკავკასიის ჩრდილოეთით მდგარი შედარებით გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით) აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში, მათ შორის თბილისში ადგილი აქვს ქვეყნის სამხრეთ რეგიონებიდან მტვრის მასების გავრცელებას.


სააგენტოს სპეციალისტების განმარტებით, მსგავსი სინოპტიკური პროცესების დროს საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთიდან მტვრის მასების გავრცელება დამახასიათებელია.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge