საბერძნეთში ხანძრის განზრახ გაჩენის ნიშნები იკვეთება

  • pia.ge
  • 27 ივლისი 12:05, 2018 წელი

საბერძნეთის მართლწესრიგისა და მოქალაქეების დაცვის საკითხთა მინისტრი ნიკოს ტოსკასი აცხადებს, რომ ათენის გარეუბნებში ხანძრის განზრახ გაჩენის ნიშნები იკვეთება.

 

მისი თქმით, თანამგზავრიდან გადაღებული სურათების და უშუალო ადგილის დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ ხანძარი რამდენიმე ლოკაციაზე ერთდროულად იყო გაჩენილი.


მინისტრმა სხვა დეტალების გასაჯაროებაზე, ამ ეტაპზე, უარი განაცხადა.


ტოსკასის თქმით, „დანაშაულებრივი ქმედების მნიშნელოვანი მტკიცებულება არსებობს“.


საბერძნეთის ხელისუფლებამ მომხდარის გამოძიება დაიწყო.


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge