გიორგი სანაიას მკვლელობიდან 17 წელი გავიდა

  • რეზონანსი
  • 26 ივლისი 16:10, 2018 წელი

გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან დღეს 17 წელი გავიდა. "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ ბინაში იპოვეს მოკლული.

მისი მკვლელობისთვის დაკავებული გრიგოლ ხურცილავა კი 5 წლის წინ, საყოველთაო ამნისტიის შედეგად გაათავისუფლეს.


მოკლული ჟურნალისტის ოჯახის წევრები, მეგობრები და მისი კოლეგები დღესაც ტრადიციულად მის საფლავზე შეიკრიბებიან.

წყარო: რეზონანსი