საბერძნეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 83-მდე გაიზარდა

  • pia.ge
  • 26 ივლისი 16:10, 2018 წელი

ათენის გარეუბნებში გაჩენილი ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 83-მდე გაიზარდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკარგულად კვლავ 100 ადამიანია მიჩნეული.


ხანძრის შედეგად 187 ადამიანი დაშავდა.


საბერძნეთში 24 ივლისს სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. 


 


 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge