რის შემდეგ გადაწყვიტა გიორგი ნაკაშიძემ გაქრისტიანება?

  • თბილისელები
  • 25 ივლისი 12:50, 2018 წელი

მომღერალი გიორგი ნაკაშიძე რელიგიის მიმართ მის დამოკიდებულებაზე ჟურნალ "თბილისელებთან" საუბრობს.

გთავაზობთ ინტერვიუს ამონარიდს "თბილისელებიდან" 


"მონათლული არ ვიყავი და 19 იანვარს, ნათლისღებას მოვინათლე. მუსლიმანების ოჯახიდან ვარ და ამ ასაკში გადავწყვიტე გავქრისტიანებულიყავი. ბოლო რამდენიმე წელი ვფიქრობდი, რომ რაღაც მაკლდა. ქრისტიანად მოვინათლე და მას შემდეგ მსგავსი შეგრძნება აღარ მქონია. ეკლესიაში, რომ შევდივარ საოცარ სიმშვიდეს ვგრძნობ. მოძღვარიც მყავს, აღსარება ჩავაბარე და ორჯერ ვეზიარე. ვცდილობ კარგი საქმეები გავაკეთო. მამაჩემმა მითხრა, ამდენი ხანია მაგ ნაბიჯის გადადგმაზე ვფიქრობდი  და შენ მომასწარი, როგორ გაბედეო",-ამბობს გიორგი ნაკაშიძე. 


 

წყარო: თბილისელები