ტრანსგენდერ ქალს რამდენიმე მამაკაცმა 7 ჭრილობა მიაყენა

  • რეზონანსი
  • 25 ივლისი 10:58, 2018 წელი

ტრანსგენდერ ქალს რამდენიმე მამაკაცმა 7 ჭრილობა მიაყენა. შემთხვევა ორთაჭალაში გენდერული იდენტობის გამო მოხდა.

ნაცემს სახეზე 7 ნაკერი ადევს. მას პირველადი დახმარება სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებმა აღმოუჩინეს. თუმცა დაზარალებულის მეგობარი კლინიკა ნიუ ჰოსპიტალის ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს. ბრალდებას კი უარყოფენ ნიუჰოსპიტალის წარმომადგენლები.


„ვნახე რომ იყო უმოწყალოდ ნაცემი. შვიდი ჭრილობა ჰქონდა. საავადმყოფოში ორი ფოტოს გადაღება მოვასწარი, რაზეც ექიმმა საკმაოდ უხეშად მომმართა,"-ამბობს დაზარალებულის მეგობარი.


"ნიუ ჰოსპიტალის" საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის მენეჯერი ანა გოგიჩაძე კი ამბობს, რომ პაციენტის თანმხლებ პირს სთხოვეს შეეწყვიტა ფოტო-ვიდეო გადაღება, რადგან ჰოსპიტალში ეს აკრძალულია.


მომხდარზე გამოძიება კი ძალადობის მუხლით დაიწყო.

წყარო: რეზონანსი