ამინდის პროგნოზი

  • pia.ge
  • 24 ივლისი 10:12, 2018 წელი

დღეიდან, საქართველოში შედარებით გამოიდარებს, 27 ივლისამდე ხანმოკლე წვიმა და ელჭექი მოსალოდნელია მხოლოდ ზოგიერთ რაიონში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა +31, +36 გრადუსამდე მოიმატებს.


25 ივლისს დასავლეთ საქართველოში მაქსიმალურმა ტემპერატურამ ზოგან შესაძლოა +40 გრადუსს მიაღწიოს. 26 ივლისს კი 2 – 3 გრადუსით დაიკლებს.


აღმოსავლეთ საქართველოში 25 – 26 ივლისს ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.


თბილისში 24 – 26 ივლისს დღის საათებში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ტემპერატურა +35, +37 გრადუსამდე მოიმატებს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge