უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

  • pia.ge
  • 23 ივლისი 15:31, 2018 წელი

დღეს, საქართველოში შენარჩუნდება დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +25, +30 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში კი, დროგამოშვებით იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.


ხვალიდან კი, შედარებით გამოიდარეს და 27 ივლისამდე ხანმოკლე წვიმა და ელჭექი მოსალოდნელია მხოლოდ ზოგიერთ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა +31, +36 გრადუსამდე მოიმატებს.


25 ივლისს დასავლეთ საქართველოში მაქსიმალურმა ტემპერატურამ ზოგან შესაძლოა +40 გრადუსს მიაღწიოს. 26 ივლისს კი 2 – 3 გრადუსით დაიკლებს.


აღმოსავლეთ საქართველოში 25 – 26 ივლისს ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.


თბილისში 24 – 26 ივლისს დღის საათებში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ტემპერატურა +35, +37 გრადუსამდე მოიმატებს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge