„თაკო ველი, რომ მეგობრებიდან წამშლი როგორც რეტროგრადსა და ბნელს!

  • ალია
  • 23 ივლისი 11:47, 2018 წელი

ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი, პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანის მიერ გაკეთებულ განცხადებებს სოციალური ქსელის გვერდზე პასუხობს.

“17 ივლისს, დავდე ამ შინაარსის სტატუსი:
თაკო ჩარკვიანი
არ მომეწონა, ადამიანურად გული დამწყდა – რაც ვნახე და ამიტომ…
2 დღეში – 18 და 19 ივლისს, 2 გადაცემაში მომიხსენია, როგორც “კრებსითი კოკაყანდიაშვილი….”, ანუ ეს ჩამორჩენილი მენტალობის კაცია, ძველი და მე მომავლის გრიგოლიმირჩევნიაო….
შესაბამისად – ამ სტატუსის მერე, პირდაპირ (ენმ)-ში მიმიწვევს – ვაშაძესთან… მომავლისკენრომ გამახედოს…
მოგიკითხავთ, მიშიკოს, ნიკონორსა და გიული დეიდას.
პ.ს. თაკო ველი, რომ მეგობრებიდან წამშლი – როგორც რეტროგრადსა და ბნელს!
პ.პ.ს. – დამავიწყდა კინაღამ, იმ წინა სტატუსზე, 2 დღის დაგვიანებით ტროლებიგამომიგზავნა და აქეს და ადიდეს თაკო – “ფეიქ ექაუნთებით” – წერს ყანდიაშვილი.


შეგახსენებთ, რომ ათი ოპოზიციური პარტიის გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ კანდიდატისაპრეზიდენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრიგრიგოლ ვაშაძე იქნება. პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზესწორედ გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს მხარს.


“პრეზიდენტი უნდა გახდეს გრიგოლ ვაშაძე, სტაბილური პიროვნება, რომლისოჯახშიც კიაფობს საოცარი ბრილიანტი.


დღეს არ არის პარტიული არჩევნები, დღეს არის საპრეზიდენტო არჩევნები და მე ვაძლევ ხმასუბრწყინვალეს პიროვნებას, უმაღლესი რანგის დიპლომატს, გრიგოლ ვაშაძეს“, – ამის შესახებთაკო ჩარკვიანმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანების„ძალა ერთობაშია”  საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის წარდგენისას განაცხადა.


ჩარკვიანმა საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებამდე აღნიშნა, რომ ქვეყნისთვისდასავლური კურსი მნიშვნელოვანია და ამ კურსს დაიცავს გრიგოლ ვაშაძე. მისივე თქმით,გრიგოლ ვაშაძე გაწონასწორებული პიროვნებაა.

წყარო: ალია