სტიქია კახეთში, გორში და გარდაბანში, დატბორილია საცხოვრებელი სახლები და ეზოები

  • pia.ge
  • 23 ივლისი 10:05, 2018 წელი

კახეთში, გორსში და გარდაბანში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები და ეზოები დაიტბორა.

 

კერძოდ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში დაიტბორა სიღნაღისა და ლაგოდეხის ოთხი სოფელი, უწყებაში სულ 6 შეტყობინება შევიდა. თუმცა ​ამ დროისთვის საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები დასრულებულია.


​ასევე გორში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და ეზოები, უწყებაში სულ 18 შეტყობინება. მაშველებმა 3 ოჯახის ევაკუაცია და უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანა მოახერხეს. ​ამ დროისთვის, გორში მიმდინარეობს 


გარდაბნის, სოფელ კრწანისში დატბორილია საცხოვრებელი სახლები და ეზოები, უწყებაში სულ 4 შეტყობინება შევიდა. მაშველებმა 11 ოჯახიდან განახორციელეს 15 ადამიანის ევაკუაცია. ​სოფელ კრწანისში, საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები დილის 06:00 საათზე განახახლდა.


​სტიქიის შედეგად, არც ერთ ქალაქში მოქალაქეები არ დაშავებულან.


​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განაგრძობს განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge