ირანში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

  • pia.ge
  • 20 ივლისი 17:54, 2018 წელი

ირანის დასავლეთ ნაწილში მდებარე ნავთობის რეზერვუარში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი დაკარგულად ითვლება.

Fars-ის ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ ჰომეინის სამრეწველო ტერიტორიაზე მოხდა.

სააგენტო აღნიშნავს, რომ აფეთქებას ხანძარი მოჰყვა.

როგორც სახანძრო ჯგუფის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ხანძარი ქალაქ ჰომეინის ელექტროსადგურთან ახლოს გაჩნდა, რაც დიდ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან მას შესაძლოა, კატასტროფული შედეგი მოჰვეს.

სამართალდამცველები მომხდარის დადგენას შეუდგნენ.




სრული ვერსიის ნახვა pia.ge