ფაქტები ქალებზე - მსოფლიოში 20 მილიონი ქალი დადის სილიკონის მკერდით

  • თბილისელები
  • 19 ივლისი 15:15, 2018 წელი

ეს ფაქტები შეიძლება ეჭვს იწვევდეს, მაგრამ საინტერესო უდავოდ არის. წაიკითხეთ, ზოგიერთმა პუნქტმა იქნებ დაგაფიქროთ კიდეც, თუმცა სასარგებლო ნამდვილად იქნება...

* მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ქალები, საშუალოდ, დაახლოებით 2 კილოგრამ „პომადას“ ჭამენ.


* უცნაურია, მაგრამ შტატ კოლორადოში აკრძალულია მძინარე ქალის კოცნა.


* ჰონკონგში, თუ ქალს კაცმა უღალატა, ქალს აქვთ უფლება მოკლას ქმარი, ოღონდ მხოლოდ შიშველი ხელებით, ანუ დახრჩობა, გაგუდვა დაშვებულია.


* მსოფლიოში, დაახლოებით, 20 მილიონი ქალბატონი დადის სილიკონის მკერდით. ყოველწლიურად კიდევ 250.000 მიდის ქირურგთან მკერდის კორექციის მიზნით.


* მამაკაცებს გაუკვირდებათ, მაგრამ პირველი პროგრამისტი ქალი იყო. ახლა იგი ინგლისში ცხოვრობს და მისი სახელია ადა ლავლეისი.


* მეთორმეტე საუკუნეში, ომის დროს, გერმანიის იმპერატორმა ქალებს უფლება მისცა, ქალაქი დაეტოვებინათ და თან წაეღოთ ის, რასაც მოისურვებდნენ. მათ საკუთარი მხრებით ქალაქიდან კაცები გაიყვანეს, რითაც სიცოცხლე შეუნარჩუნეს... ქალებს ხშირად უჩვენებიათ თავგანწირვის მაგალითები საყვარელი ადამიანებისთვის.


* ქალის გული ზომით 20 პროცენტით უფრო პატარაა, ვიდრე კაცის.


* სმენა და ფიზიკური შეგრძნებები ქალებს უფრო აქვთ განვითარებული, ვიდრე კაცებს.


* ქალის ტვინი კაცისაზე 10 პროცენტით უფრო პატარაა, თუმცა გაცილებით აქტიურია.


* ქალები სიბნელეში უკეთესად ხედავენ, რადგანაც პერიფერიული მხედველობა უფრო განვითარებული აქვთ.


* სტატისტიკის მიხედვით, საქმიანი მოლაპარაკების დროს ქალები უფრო წარმატებულები არიან.


* სოციოლოგური გამოკვლევებით, ქალების 24 პროცენტი ამბობს, რომ ერჩივნათ, ყოფილიყვნენ კაცები.


შესაძლოა, ქალებმაც არ იციან


ცნობილია, რომ ქალები და მამაკაცები განსხვავებულები არიან. მოცემულობად უნდა მივიღოთ, რომ მათი გათანაბრება ვერასდროს მოიტანს სასურველ შედეგს. მაგრამ სწორედ განსხვავებულობა ქმნის მიზიდულობას და ამ ორი ქმნილების თანაცხოვრების მშვენიერებას.
განსხვავება ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებშია.


მაგალითად:


* თუ მიკროსკოპში ჩავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ქალის თმის ღერი ორჯერ უფრო წვრილია მამაკაცისაზე.


* ქალის გულისცემა კაცისაზე უფრო სწრაფია


* ქალებს მამაკაცებზე უფრო ძლიერი სიყვარული შეუძლიათ და უფრო ერთგულებიც არიან. ეს ჰორმონ ოქსიტოცინთან არის დაკავშირებული. ანუ ქალები მას გაცილებით აქტიურად გამოიმუშავებენ.


* ქალებში კალორიების წვის პროცესი უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე მამაკაცებში, ასე რომ, აქვთ მიზეზი, გაამართლონ თავიანთი ზედმეტი წონა. წონაში დასაკლებადაც მეტი შრომა სჭირდებათ.


* ქალებს გაცილებით ძლიერი იმუნიტეტი აქვთ, ვიდრე მამაკაცებს.


* მამაკაცებისგან განსხვავებით, ქალებს ენაზე უფრო მეტი გემოს რეცეპტორები აქვთ. სწორედ ამიტომ დეგუსტატორებად უპირატესობას ქალებს ანიჭებენ.


* ტკივილის რეცეპტორები ქალს უფრო მეტი აქვს ვიდრე მამაკაცს, მაგრამ შველის ესტროგენი, რომელიც ანთებითი პროცესების ბლოკირებას ახდენს. შესაბამისად, ქალი ისეთი ტკივილს იტანს, რითაც მამაკაცი შესაძლოა, შოკში ჩავარდეს.


* ქალის თვალი უფრო მეტ ფერს აღიქვამს, ვიდრე მამაკაცი; რაშიც X ქრომოსომა ეხმარება.


* ქალებს შორის პრაქტიკულად არ არიან დალტონიკები.


* ქალები უფრო ელასტიკურები არიან, ვიდრე მამაკაცები, ეს იმითაა გამოწვეული, რომ ქალის კუნთები კოლაგენზე უფრო მეტ ელასტინს შეიცავს.


* მაღალი სიხშირის ბგერები მამაკაცის ყურს ყოველთვის არ ესმის, ქალებს ეს პრობლემა არა აქვთ.


* ქალს მამაკაცზე უფრო ფხიზელი ძილი აქვს, ძილის დროს ქალებში ტვინის აქტივობა მხოლოდ 10 პროცენტით მცირდება.


* ქალს უფრო მოქნილი კისერი აქვს, ამიტომ როცა ვინმე ეძახის, მამაკაცებისგან განსხვავებით, სულაც არაა საჭირო მთელი ტანით მოტრიალდეს.


* ქალის ორგაზმი უფრო ძნელად მიიღწევა ვიდერე მამაკაცის. მამაკაცს შეიძლება, ამისთვის 2-5 წუთი დასჭირდეს, ხოლო ქალისთვის ზოგჯერ 10 წუთიც არაა საკმარისი, ასე რომ, მამაკაცს ამისთვის კარგი შრომა მოუწევს.


* ქალები მამაკაცებზე ორჯერ მეტს ლაპარაკობენ, ქალის საუბარს ერთბაშად ტვინის ორი ცენტრი მართავს და ენას გადასცემს. ჰოდა, როგორ გინდა, გააჩერო. მამაკაცებო, ნურც ეცდებით!


გინდ დაიჯერეთ, გინდ არა


სხვადასხვა ქვეყნის ფსიქოლოგებმა თუ მეცნიერებმა არაერთი კვლევა ჩაატარეს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის შესახებ. ამასთან თავიანთ დასკვნებს, პერიოდულად, სტატისტიკური მონაცემებით ამყარებენ. ყველა კვლევა კარგია, რომელიც ორ საპირისპირო სქესს ერთმანეთთან დაახლოვებაში ეხმარება.


* დანაშაულის სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, გათხოვილი ქალები უფრო ხშირად ხდებიან მანიაკების, მოძალადეების ყურადღების ობიექტები.


* ბოლო კვლევების თანახმად, ქალები, რომლებიც თამბაქოს ეწევიან, დაბალი თვითშეფასებით გამოირჩევიან.


* ავსტრალიაში ჩატარებული გამოკითხვით, ქალი, რომელიც ნათელ ფერებში იცვამს და თავს არიდებს მუქ ტონალობას, ნაკლებად თავდაჯერებელია.


* ქალებს ხანდახან ჰგონიათ, რომ მამაკაცები ნაკლებად მგრძნობიარენი არიან, არადა, ასე არ არის. სტატისტიკის მიხედვით, უბედური სიყვარულის გამო მამაკაცები უფრო იკლავენ თავს. ზოგადადაც, თვითმკვლელებში მამაკაცები სჭარბობენ.


* ქალის ბედნიერება მის სილამაზეზე დამოკიდებული არ არის, უფრო პირიქით – სტატისტიკის მიხედვით, მომხიბვლელი ქალები 35 წლის მერე უბედურები ხდებიან.


* კიდევ ერთი საინტერესო სტატისტიკის თანახმად, საკურთხეველთან მისვლის შემდეგ, ქალების უმრავლესობა იღიმება, მამაკაცები კი მოღუშულები არიან. მეცნიერების აზრით ეს ნერვული სტრესის ბრალია. ანუ სტრესს ორივე იღებს, მაგრამ ქალები ამას ღიმილის ქვეშ მალავენ, მამაკაცები კი, საკუთარ თავში იკეტებიან.


* ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ქალები, რომლებიც სასიყვარულო რომანებს კითხულობენ, სექსუალურ ცხოვრებაში, სხვებთან შედარებით, უფრო აქტიურები არიან.

წყარო: თბილისელები