არსებობს შანსი, რომ საწვავი 25 თეთრით გაიაფდეს!

  • რეზონანსი
  • 17 ივლისი 13:36, 2018 წელი

საქართველოში საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა. ასეთი ძვირი ბენზინი და დიზელი არასდროს ყოფილა.

მსოფლიო ბაზარზე განვითარებული მოვლენების პარალელურად ამის მიზეზი წელიწად-ნახევრის წინ აქციზის მკვეთრი მატებაც აღმოჩნდა. სპეციალისტები გადასახადის შემცირებასა და ძველ ნიშნულზე დაბრუნებას ითხოვენ. ასეთ შემთხვევაში საწვავი 25 თეთრით გაიაფდება.


თუკი საწვავზე აქციზი 2017 წლამდე არსებულ მაჩვენებელს დაუბრუნდება, ეს დიდი შეღავათი იქნება ავტომფლობელებისათვის და არა მარტო მათთვის. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, გადასახადის კლება საგრძნობლად შეამცირებს ინფლაციის დონეს და გარკვეული პროდუქტების გაიაფებას გამოიწვევს. განსაკუთრებით ეს იმ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ფასებს დაეტყობა, რომელთა გაძვირება დიდწილად სწორედ ტრანსპორტირების მაღალ ხარჯსა და სამეურნეო საქმიანობისთვის ძვირი დიზელის გამოყენებას უკავშირდება.

წყარო: რეზონანსი