ქართველმა მხატვარმა პუტინის პორტრეტი 400 000 ევროდ გაყიდა

  • რეზონანსი
  • 16 ივლისი 23:44, 2018 წელი

ქართველმა მხატვარმა პუტინის პორტრეტი 400 000 ევროდ გაყიდა

ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის მხატ­ვრის დე­ვიდ და­თუ­ნას მიერ შექ­მნი­ლი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის პორ­ტრე­ტი, სა­ხელ­წო­დე­ბით "ყოვ­ლისმჭვრე­ტე­ლი ვ" რუს­მა ბიზ­ნეს­მენ­მა 400 ათას ევ­როდ შე­ი­ძი­ნა.


„რია ნო­ვოს­ტის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, მხატ­ვრის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ბიზ­ნეს­მე­ნის ვი­ნა­ო­ბას არ ასა­ხე­ლებს.


„რუ­სეთ­ში ბოლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აღარ ვყო­ფილ­ვარ. აქ ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა, არა მხო­ლოდ სტა­დი­ო­ნე­ბი, პარ­კე­ბი და ქუ­ჩე­ბი, არა­მედ - ხალ­ხიც. პე­ტერ­ბურ­გში, სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას და­მიკ­ვე­თეს ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის პორ­ტრე­ტი შე­მექ­მნა და და­მე­ხა­ტა ისე, რო­გორც მას ამ­ჟა­მად ვხე­დავ.


მისი ყოფ­ნა ყველ­გან იგ­რძნო­ბო­და და ვე­ცა­დე, ეს გრძნო­ბა სა­კუ­თარ ნა­ხატ­ში ამე­სა­ხა“ - ამ­ბობს დე­ვიდ და­თუ­ნა. 


ამას­თან, ხე­ლო­ვა­ნი ხაზს უს­ვამს, რომ ნა­ხა­ტი ჰელ­სინ­კი­ში ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი­სა და დო­ნალდ ტრამ­პის შეხ­ვედ­რა­საც ეძღვნე­ბა.

წყარო: რეზონანსი