"ე შაქრო, იმისთანა შავი და შაუხედავია ჯო, „ჯოკერს“ რომ ვთამაშობთ, დამაც არ მოსდის"...

  • თბილისელები
  • 16 ივლისი 18:14, 2018 წელი

კახელმა თქვა:
– ე შაქრო, იმისთანა შავი და შაუხედავია ჯო, „ჯოკერს“ რომ ვთამაშობთ, დამაც არ მოსდის.

***
ხუთი წლის ბავშვი ეუბნება დედას:
– დედი, დღეს ქალს ავტობუსში ადგილი დავუთმე.
– ყოჩაღ, შვილო. მერე დაჯდა?
– ის არ დაჯდა და ისევ მე ჩავუჯექი მამას კალთაში.


***
ქუთაისელს ურეკავს თბილისელი მეგობარი და ეკითხება:
– ბიჭო, ლარის კურსი ქუთაისშიც დაეცა?
– არა. არ დაცემულა, ძმაო, პროსტა „ჩეიცუცქა“.


***
ცოლი ეჩხუბება ქმარს:
– შე დეგენერატო, ყოველ ღამე რომ მოდიხარ გათხლეშილი მთვრალი, ტრუსიკს მხდი და იძინებ, მე რეზინა კი არ მიჭერს.


***
გურულმა დაიჩივლა:
– რაცხა აბდლურის თქმაი მინდოდა, მაგრამ პარლამენტარებს ვერაფერს დაასწრებო.


***
მეცნიერებმა გაარკვიეს, რას ფიქრობს ქალი, მაგრამ მან უკვე გადაიფიქრა.


***
– თქვენ ცოფის ნიშნები გაქვთ, – ეუბნება ექიმი მეგრელს.
– ხოხ, მართლა?
– კი, ნამდვილად ასეა.
– კაი მაშინ, – ჩაილაპარაკა მეგრელმა, აიღო ფურცელი და წერა დაიწყო.
– ანდერძს წერთ? – ეკითხება ექიმი.
მეგრელი ხმას არ იღებს, გამწარებული წერს და წერს.
– თუ ანდერძს წერთ, ტყუილად ირჯებით, არ მოკვდებით.
– მაცალე, კაცო… ხომ მითხარი, ცოფიანი ხარო?
– კი.
– ხოდა, ვის უნდა ვუკბინო, იმათ სიას ვწერ…


***
გურული ცოლ-შვილთან ერთად სეირნობს, შეხვდება მეორე გურული.
– აი ჩემი ცოლია, აი ჩემი ბაღნები.
– ბაღნები ტყუპებია?
– არა, რაის ტყუპები, ვერ ხედავ?! ერთი 3 წლისაა, მეორე კი – 7-ის.
– კი ვხედავ, ბიჭო, მარა, რავა ვიფიქრებდი, ამ ქალთან ორჯერ თუ დაწვებოდი.


***
ტიპი იყიდის BMW-ს, ჩაისვამს ორ ძმაკაცს, – წამო, გაჩვენოთ, რას „ეწევაო“.
მიაწვება, ავა 160... 170...180 და უკნიდან ერთი ძმაკაცი ეწუწუნება:


– თუ ძმა ხარ, გამიჩერე, ჩავალ მეშინია.


– რისი გეშინია? მფარველი ანგელოზი თან დამყვება და მიცავს.
არ მოუსვენებს მეგობარი. მოკლედ, გაუჩერებს, ჩასვამს.
მიაჭერს ფეხს პედალს და ავა 200... 240... ახლა, მეორე ძმაკაცი აუტყდება:


– თუ ძმა ხარ, გამიჩერე, უნდა ჩავიდე, მეც მეშინია.


– რისი გეშინია, მფარველი ანგელოზი თან დამყვება და მიცავს, დამშვიდდი.


– ე, ბიჭო, გამიჩერე, რა ანგელოზი, უნდა ჩავიდე.
მოკლედ, გაუჩერებს ამასაც. დარჩება მარტო. გაბრაზებული ადგება და მიადგამს ბოლომდე – 240... 260 და უკნიდან ხელს უბრახუნებენ. გაოცებული მიხედავს და ჰკითხავს:


– შენ ვიღა ხარ?


– მე შენი მფარველი ანგელოზი ვარ და კაცურად, გამიჩერე, მეც ჩავდივარ.


***
ორი სტუდენტი საუბრობს საერთო საცხოვრებელში:
– ერთი გოჭი ხომ არ გვეყიდა? ოთახში გავზარდოთ და ღორის მწვადებიც გვექნება.
– მერე სუნი?
– სუნს შეეჩვევა, რა, ღორია ბოლოს და ბოლოს.

წყარო: თბილისელები