უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

  • M2B
  • 13 ივლისი 17:32, 2018 წელი

13 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.4478 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.4401 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში - 0.77 თეთრი შეადგინა.
 

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8458 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8483 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.25 თეთრი შეადგინა.


გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5040 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 3.2115 ლარი ეღირება.


 

სრული ვერსიის ნახვა M2B