პატრულის მანქანა მიხეილ მესხის სტადიონის კიბეებიდან გადავარდა

  • რეზონანსი
  • 13 ივლისი 14:14, 2018 წელი

ცოტა ხნის წინ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის კიბეებზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ავტომობილი ჩაგორდა. ფოტო თვითმხილველმა გაავრცელა.

სამართალდამცველები საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიას აკონტროლებდნენ, მაგრამ რატომ აღმოჩნდა პოლიციის მანქანა კიბეებზე სრულიად გაურკვეველი დარჩა.


12 ივლისს, ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, თბილისში, საჩხერის "ჩიხურა" იერუსალიმის


"ბეითარს" ეთამაშებოდა. შეხვედრა ფრედ დასრულდა.

წყარო: რეზონანსი