"ჰგონიათ, რომ ცხვირი გაკეთებული მაქვს, ტუჩი დაბერილი და ლინზები მიკეთია"

  • სარკე
  • 12 ივლისი 13:48, 2018 წელი

ჟურნალისტი თაკო კორინთელი, რომელიც სერიალ "ჩცდ"-ში ბარბარიკას როლში გამოჩნდა მაკიაჟის ხელოვნებაში გაწაფულია, რადგან ბავშვობიდან ეხერხება ხატვა. 

 

ტელევიზიაში მუშაობამ კი ის ასწავლა, რა უხდება ეკრანს და რა- არა. 


თავისი კინოპერსონაჟის სტილი ძალიან მოსწონს, თუმცა თავად სისადავეს ანიჭებს უპირატესობას. 


გაგჩენიათ სურვილი გარეგნობაში რაიმეს შეცვლის? 


-პლასტიკურ ოპერაციას გულისხმობთ? მსგავსი არაფერი, მაგრამ რატომღაც ბევრს ჰგონია, რომ ცხვირი მაქვს გაკეთებული, ტუჩი დაბერილი და ლინზები მიკეთია, არადა არაფერი გამიკეთებია. ვთვლი, რომ პლასტიკური ოპერაცია კარგი არ არის. თუ საგანგაშო მდგომარეობა არ გაქვს და მართლა საჭიროება არ მოითხოვს, არაფერი უნდა გაიკეთო. 


თმასაც არ ვიღებავ, ვცდილობ, არაფერი გავიკეთო, მანიკურს და პედიკურს თუ არ ჩავთვლით. ჩემი აზრით ის უფრო უხდება ადამიანს , როცა ბუნებრივადაა, თუნდაც კეხიანი ცხვირი ჰქონდეს. 


როდის არის ქალი ყველაზე მომხიბვლელი?


-ქალი სექსუალური, ლამაზი და კარგი მაშინ არის, როცა მაქსიმალურად ბუნებრივია და არ თამაშობს. ვთვლი, რომ გულწრფელი უნდა იყო და მაშინ იქნები ყველაზე ლამაზიც, კარგიც და სექსუალურიც. 


 

წყარო: სარკე