„ათასობით ადამიანი ოცნებობს პატარა ანგელოზზე, ამ დროს ათასობით დედა კლავს შვილს აბორტით“

  • რეზონანსი
  • 10 ივლისი 10:26, 2018 წელი

„ასობით ადამიანი წერს, რომ სიამოვნებით აიყვანდნენ პატარას შვილად", - ამის შესახებ განცხადება არქიმანდრიტრ იოვანე მჭედლიშვილიმა გააკეთა, რითაც სამების საკათედრო ტაძარში დედის მიერ ჩვილის დატოვების ფაქტს გამოეხმაურა.

„ასობით ადამიანი წერს, რომ სიამოვნებით აიყვანდნენ პატარას შვილად, ათასობით ადამიანი ოცნებობს პატარა ანგელოზზე და ამ დროს ათასობით დედა საკუთარი გადაწყვეტილებით კლავს შვილს აბორტით. გააჩინეთ ანგელოზები და გააშვილეთ ამაზე კარგს ცხოვრებაში ვერ გააკეთებთ ვერაფერს", - წერს არქიმანდიტრი ფეისბუქზე.


შეგახსენებთ, რომ გუშინ სამების საკათერდო ტაძარში დედამ ერთი თვის ჩვილი გოგონა დატოვა. როგორც მოგვიანდებით გაირკვა, ქალს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

წყარო: რეზონანსი