ტოჩინოშინის მორიგი გამარჯვება

  • ალია
  • 9 ივლისი 14:21, 2018 წელი

ნაგოია ბაშოს მე-2 დღეს ლევან გორგაძე-ტოჩინოშინი მე-2 მაეგაშირა ჩიონოკუნის დაუპირისპირდა, რომელთანაც განვლილ შეხვედრებში დადებითი ბალანსი – 5 მოგება, ერთი მარცხი ჰქონდა.

ტოჩინოსინმა მეტოქე დოჰიოდან ოშიდაშით (მიწოლით) გაიყვანა და ზედიზედ მე-2 ბრძოლა მოიგო.
ქართველი სეკიტორი ხვალ შოჰოზანს დაუპირისპირდება, რომელთანაც ასევე დადებითი ბალანსი აქვს (13 გამარჯვება, 5 მარცხი).

წყარო: ალია