კურიოზი ვულკანიზაციაში - ინფინიტიდან მოკლე კაბით ქალი გადმოდის და...

  • 6 ივლისი 10:35

თბილისში, ვილკანიზაციაში მომხდარ ძალიან სახალისო ამბავს სოციალურ ქსელში თვითმხილველი ავრცელებს:

"ვზივარ და ვუცდი სანამ ვულკანიზაციაში საბურავებს დამიბერავენ. ამ დროს შავი ინფინიტი მოაყენა ქალმა, გადმოდის მოკლე კაბა, ღრმა დეკოლტე და ქუსლებზე, ნუ მოკლედ ძაან მაგარი ქალია და კითხულობს:


თქვენთან საბურავის დაბერვა ხომ შეიძლება?


- კი რათქმაუნდა რითი დაგიბეროთ?


- და რითი გაქვთ? კითხულობს ქალი
ამ დროს იუმორის გრძნობამ გაიღვიძა ბიჭში და ეუბნება: – არის მარწყვის არომატით, ატმის და ვაშლის.
ბიჭები ჩუმად იცინიან, მაგრამ ყველა თავის საქმეს აკეთებს ყურები კი ყველას აქეთ აქვს მომართული


ქალი: – და რა ღირს?


კაცი: – 40 ლარი ოთხივე, ნებისმიერი არომატით


ქალი: – კარგით მაშინ მარწყვით იყოს


მთელი ვულკანიზაცია სიცილით იგუდება ოღონდ თავისთვის ჩუმად არიან მაგრამ ვეღარ ძლებენ…
ამ დროს კაცმა დაუბერა "მარწყვის არომატი" საბურავები ქალმა ფული გადაუხადა და წავიდა.


აი მაშინ კი ატყდა ერთი ამბავი ყველას სიცილისგან ეტირებოდა.


გავიდა რამდენიმე დღე და ისევ თვითმხილველი ყვება.


2 დღის შემდეგ ისევ მოუწია იქ მისვლა ამ ჯერად კი ისევ მოაყენა <<მარწყვის არომატიანმა>> ინფინიტმა და იქიდან ზორბა ტანის კაცი გადმოვიდა.


კითხულობს: აქ 2 დღის წინ ჩემი ცოლი იყო და საბურავები ხომ არ დაგიბერავთ მისთვის?
აი მაშინ კი მიხვდნენ რომ ახლა კაი დღე არ დააგებოდათ
გამოვიდა ვულკანიზაციის დირექტორი და ჩუმად ჩაილაპარაკა: კი ჩემმა ბიჭებმა დაუბერეს…


ზორბა ტიპი: აჰაა ესეიგი თქვენ დაუბერეთ ხომ მარწყვის არომატით საბურავები?
ბიჭი პასუხობს ნუ ხო .. ჩვენ ვიყავით…


ზორბა ტიპი: აჰა ძმა შენ 50 ლარი!


ბიჭი რააა?


ზორბა ტიპი: 2 დღეა არ მძინავს – მოვკვდი სიცილით ასეთი რაღაც რომ მითხრა,ვულკანიზაციაში მარწყვის არომატით დამიბერესო საბურავები მარწყვის სურნელი დგას სულ ჩემს მანქანაში რა კარგი ყოფილაო