ვერაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, არიან დაშავებულები

  • რეზონანსი
  • 5 ივლისი 11:46, 2018 წელი

თბილისი, რ.ჯაფარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. 

საგანგებო სიტუაციების მართვსი სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დამწვარია სახლის მეორე სართულის და სხვენის 100 კვ. მ.


უწყების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად მსუბუქი ხარისხის დამწვრობა მიიღო ერთმა მოქალაქემ. ასევე, კვამლით მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო ორმა მოქალაქემ.


სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა მათ დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.


ადგილზე მუშაობს 4 სახანძრო სამაშველო ჯგუფი

წყარო: რეზონანსი