საგარეო საქმეთა მინისტრობის ერთ-ერთი კანდიდატი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ვაჟია

  • რეზონანსი
  • 3 ივლისი 14:04, 2018 წელი

კულუარული ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მმართველი გუნდი სამ კანდიდატს განიხილავს:

ევროინტეგრაციის ყოფილ მინისტრს, ამჟამად აშშ-ში საქართველოს ელჩ დავით ბაქრაძეს, მოქმედ საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკანიანს და საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჩიკვაიძის, ვაჟს - დავით ჩიკვაიძეს, რომელიც გაერო-ს ჟენევის ოფისში მუშაობს.


რა მოლოდინი აქვთ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დასახელებულ კანდიდატებთნ მიმართებით, ამის შესახებ "მთელი კვირა" პოლიტოლოგებს ესაუბრა. რამაზ საყვარელიძის თქმით, ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა, ცუდსა და ძალიან ცუდს შორის კი არა, არამედ კარგსა და ძალიან კარგს შორის შეაჩეროს არჩევანი და ახლა სწორედ ეს შემთხვევაა.

წყარო: რეზონანსი