,,ვხედავ, ახალგაზრდა კაცი შარდის კონტეინერით ხელში თეთრხალათიანს რაღაცას უხსნის”

  • ალია
  • 28 ივნისი 10:33, 2018 წელი

ლეიბორისტების პრესსამსახურის უფროსი ქეთი დოლიძე წერს:

,,სისხლის ანალიზის უსაშველო რიგში ვარ. გუშინდელზე უფრო ცუდ ხასიათზე, ვერ ვეტევი უშველებელ მოსაცდელში. ვხედავ ლაბორატორიის პატარა ფანჯარაში ახალგაზრდა კაცი მხრებამდეა გადასული და შარდის კონტეინერით ხელში თეთრხალათიანს რაღაცას უხსნის. ლაბორატორიის თანამშრომლის ღიმილნარევმა სახემ კიდევ უფრო დამაინტერესა რატო იყო ტიპი წელამდე ფანჯარაში გადაწოლილი და რას ითხოვდა. სრული სიზუსტით ვწერ.


 პაციენტი კაცი - "ანალიზის პასუხს როდის მეტყვით? 


ლაბორატორიის ქალი - "ელექტრონული მისამართი დამიწერეთ და გამოგიგზავნით". 


კაცი - კვლავ ფანჯარაშია გადაწოლილი და რვეულში წერს, თან ხმამაღლა იმეორებს. დ. გვარი, მერე მოხვეული და მერე ინტერნეტი. აწვდის რვეულს და მტკიცედ გამოდის ფანჯრიდან.


ქალი გაოცებული უყურებს და ცდილობს აუხსნას. იქნებ ზუსტად დამიწეროთ თორემ პასუხს ვერ მოგწერთ. 


კაცი ჯიუტად იმეორებს იგივეს და თავიდან იწყებს ფანჯარაში შეწოლის მოძრაობას.. . 


ქალს უკვე სახე ერევა, 'თუ მისამართი არ გახსოვთ იქნებ მობრძანდეთ ორშაბათს". 


კაცი იბრძვის მაინც. არადა, იქვე ვარ და ვხედავ როგორ აქვს ტელეფონში გახსნილი ფოსტა და წვალობს რომ ზუსტად ამოიწეროს საკუთარი მისამართი. ამ ჭიდაობა-გადაწოლა-გადმოწოლაში გამოღლილი პაციენტი როგორც იქნა გაიმართა წელში და ახლა იმ ქალს დაუწყო შებმა -"თქვენი მისამართი დამიწერეთ ქალბატონო და მოგწერთ რამესო... 


 შარდის ანალიზი მიიტანა კაცმა კლინიკაში და ბარემ პაემანის გახაზირებაც დაიწყო. ისეთი საოცარი ამბების შემსწრე ვხდები კლინიკის დერეფნებში, კარგად ვიხალისებდი უსიამოვნოდ რომ არ ვგრძნობდე თავს”


 

წყარო: ალია