კბილში დამალული ბრილიანტი და ერეკლე მეფის ჯადოსნური სასმისი

  • სარკე
  • 27 ივნისი 12:58, 2018 წელი

არიან ადამიანები,რომლებსაც ერთხელ შეხვდები, მაგრამ არასოდეს დაგავიწყებიან. 

ასეთი გახლდათ ნიკა ბაგრატიონ-მუხრანელი, რომელიც ცხოვრობდა თბილისში, მთაწმინდის კალთაზე მდგარ ერთ პატარა სახლში, საიდანაც მთელი ქალაქი ხელისგულივით მოჩანდა. 


ნიკო ავადმყოფობის მიუხედავად, ქალაქს ყოველდღე გადაჰყურებდა და ერთსა და იმავე სიტყვებს იმეორებდა, რა კარგია საფრანგეთში რომ არ დავრჩი და ისევ ჩემს ქვეყანაში ვარო. 


მისი უახლოესი ადამიანები, დედები და ბიძა, საქართველოში  ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ საფრანგეთში გაემგზავრნენ და იქ დამკვიდრნენ. მათი ერთადერთი მემკვიდრე ნიკა იყო.საფრანგეთში დისშვილს უამრავი ქონება და რამდენიმე სახლი დაუტოვეს. მან კი ყველაფერი მიატოვა და თვის ქალაქში დაბრუნდა. მეუღლესთან, ანჟელასთან ერთად მარტო ცხოვრობდა. შვილი არ დარჩათ. მათი დღეები წარსულის მოგონებებში გარბოდნენ. ამ მოგონებებში ჩვენს მკითხველსაც "ვამოგზაურებთ"


გთავაზობთ ამონარიდს ამ მოგონებებიდან. 


ერეკლე მეფის უნიკალური სასმისი


სულხან-საბა ბაგრატიონ-მუხრანელების ოჯახს კარგად იცნობდა. როცა ის საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო მე-14-ის კარზე იმყოფებოდა, ამ უკანასკნელმა საქართველოს დესპანს ოქროს სამაჯური მისცა და უთხრა, ქართველთა მეფის ოჯახისთვის გადაეცა. დესპანმა იგი მეფეთა შთამომავლებს-ბაგრატიონ-მუხრანელებს გადასცა. 


ნიკო ბური შვილების ნახვას ვერარ მოესწრო. მისმა მეუღლემ, ანამ და ქალიშვილმა, რუსუდანმა, ოჯახის წევრებს ათეული წლების შემდეგ საფრანგეთში ჩააკითხეს. 


რუსუდანმა დებს ოჯახური რელიქვია ჩაუტანა, მათ შორის-ოქროს სამაჯური, მარიამ დედოფლის საყურეები და ერეკლე მეფის ნაქონი სასმისი. არავინ იცის, სასმისი რა ნივთიერებისგან იყო გაკეთებული. მას უცნაური თვისება ჰქონდა-შხამიანი სითხე მასში მომწამლავ თვისებას კარგავდა. ერეკლე მეფე ღვინოს მხოლოდ ამ სასმისით სვამდა. 


და-ძმის გარდაცვალების შემდეგ ეს ნივთები საფრანგეთში დარჩა. წლების შემდეგ ქართველმა მკვლევარმა, მწერალმა რეზო თაბუკაშვილმა  მხოლოდ მარიამ დედოფლის საყურეების ჩამოტანა მოახერხა.


რეზო თაბუკაშვილი საფრანგეთში ირენს შეხვდა. ირენმა მას საყურეები გადასცა და უთხრა, არ მინდა, ჩემი სიკვდილის შემდეგ სხვას დარჩეს, საქართველოს მუზეუმს გადაეციო. მაშინ ასეთი ნივთების წამოღება ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული. იმ პერიოდში საფრანგეთიდან საქართველოში კალისტრატე სალიას არქივს აგზავნიდნენ. საყურეები არქივში მოათავსეს და საქართველოში ისე ჩამოიტანეს. დღეს ეს სამკაული მუზეუმშია დაცული. 


 

წყარო: სარკე