ზურა გორგაძის ანეკდოტები

  • თბილისელები
  • 26 ივნისი 17:29, 2018 წელი

ჩოხატაურის ცენტრიდან მთიან სოფელში მიდის ავტობუსი. გაჩერებაზე ამოვიდა მთვრალი კაცი და იძახის:

– აბდლები მარჯვნივ ზიხართ, ბოზები მარცხნივ!
ეგრეთ წოდებული, ბოზების რიგიდან, ერთი ქალი იძახის:
– რეიზა კადრულობ, ნენა, მაგას, 10 წელია, ქმარი მომიკვდა და კაცისკენ არც გამიხედავს.
მთვრალმა კაცმა გახედა და უთხრა:
– რას დამჯდარხარ მერე ბოზებში ყელმოღერებული, გადმოით, ქალბატონო, აბდლებში.


***


მიხოს ნანატრი ვაჟი შეეძინა. წლები გადიოდა, ბავშვმა კი ლაპარაკი ვერ ისწავლა. ოთხი წლის თავზე, როგორც იქნა, ბავშვმა პირველი სიტყვა თქვა –„პაპა“. ყველამ გაიხარა, მაგრამ მეორე დღეს, პაპა მოკვდა. გავიდა რამდენიმე კვირა, ბავშვმა თავისი მეორე სიტყვა წარმოთქვა – „ბებო“. მეორე დღეს, ბებია უკან გაჰყვა პაპას. გავიდა კიდევ რამდენიმე კვირა და ბავშვმა თქვა მესამე სიტყვა – „ძაღლი“. მეორე დღეს, ძაღლი მგლებმა დაგლიჯეს. შეშინდა მიხო, ღმერთს სთხოვდა: ღმერთო, მამა არ ათქმევინოო. მოკლედ, ბავშვის მეოთხე სიტყვა იყო – „მამა“. გაემზადა მიხო, ანდერძი დაწერა, ახლობლებს დაემშვიდობა, დაწვა და ელოდება სიკვდილს. ამ ლოდინში ჩაეძინა. დილით, გაღვიძებულს გაუკვირდა, რომ არ მომკვდარა. ამ დროს მიხოს ცოლი შემოვიდა:
– მიხო, ადე, კაცო, რას წამოწოლილხარ?
– დაიცა, დედაკაცო, მგონი, გადავრჩი.
– რა გადარჩი, კაცო? ვერ გაიგე?! ჩვენი მეზობელი მიტუა მამკვდარა!
– მიტუაო? აი, შენი მოღალატე დედა კი ვატირე, დედაკაცო, შენი ჰაა..


***
ორი ქუთაისელი მეგობარი შეთანხმდა: რომელიც პირველი მოკვდება, ცოცხალს სიზმარში გამოეცხადება და ეტყვის, არსებობს თუ არა ფეხბურთი საიქიოშიო. ერთი რომ გარდაიცვალა, მეორე დღეს მეგობარს სიზმარში მართლაც გამოეცხადა და უთხრა:
– ახლა, ორი ამბავი უნდა გითხრა, კაი და ცუდი.
– მიდი, აბა.
– ფეხბურთს აქანა, ნამდვილად თამაშობენ. ეგია კაი ამბავი.
– აბა, ცუდი რაღაა?!
– ხვალინდელ მატჩში, სასტავში ჩაგწერე. არ დეიგვიანო, იცოდე!


***
– აქ ბოსტანი ხარობს?
– არა.
– ვაზი?
– არც ვაზი.
– თქვენ რა იცით, დაგირგავთ?
– ახლა, თუ დარგე, შეიძლება, ქეც იხაროს.


***
ექიმი: მაშ, თქვენ სექსუალური სიზმრები გაწუხებთ, არა?
პაციენტი: ექიმო, ვინ თქვა, მაწუხებსო?!


***
– ექიმო, ოპერაციის შემდეგ ველოსიპედით ვივლი?
– რა თქმა უნდა.
– მე, ორბორბლიანზე გეკითხებით.
– კი, ორბორბლიანითაც ივლით.
– ვა, რა კაი ყოფილა ე ბრმა ნაწლავის ოპერაცია! ბავშვობიდან ვერაფრით ვერ ვისწავლე ორბორბლიანი ველოსიპედით სიარული.


***
სვანი მივარდა ექიმთან:
– ექიმო, მიშველეთ, ცოლი გამიგიჟდა! იძახის, თხილი ვარო.
– მერე, მოიყვანე სასწრაფოდ!
– გავტეხო თუ ნაჭუჭიანად მოვიყვანო?


***
ოჯახი ახალ ბინას ზეიმობს. რეკავს ტელეფონი. ცოლი ყურმილს იღებს და ცოტა ხანში ქმარს ეუბნება:
– კიდევ კარგი, ბინა ჩვენს ქვემოთა სართულზე არ ვიყიდეთ.
– რატომ?
– ქვემოდან დარეკეს, ისეთი ხმაურია, საცაა გავგიჟდებითო.

წყარო: თბილისელები