უძველეს გადაშენებულ ცხოველს ობამა დაარქვეს

  • რეზონანსი
  • 24 ივნისი 14:42, 2018 წელი

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა პალეოზური ერის ორი სრულიად ახალი ტიპის არსების ნამარხი აღმოაჩინეს, რომელთაც ბინა ოკეანის ფსკერზე ედოთ.

ისინი დედამიწაზე დაახლოებით 580-540 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ.


"ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულ არსებებს ახალი წყობის სხეული აქვთ და აქამდე აღწერილ არცერთ ცხოველს არ გვანან" - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, პალეონტოლოგიის პროფესორი მერი დროსერი.


პროფესორის განმარტებით, ოკეანის ამ ახალი ბინადრების კვალს მათ რამდენიმე ხნის წინ მიაგნეს. მაგრამ, იმის გამოკვლევას და დამტკიცებას, რომ ეს ორი არსება დამოუკიდებელი ცხოველია და არა რომელიმე სხვის სხეულის ნაწილი, დრო დასჭირდა.


ორი ახალი ცხოველის გამოსახულება ავსტრალიის სამხრეთით, პალეოზური ერის დროინდელ სილოვან ქვაზე აღბეჭდილი იპოვეს. ერთ-ერთ მათგანს პრეზიდენტ ობამას სახელი დაარქვეს და ის ლათინურად ასე წარმოითქმის: Obamus Coronatus.

წყარო: რეზონანსი