არჩევნების შემდეგ, თურქეთის პრემიერ-მინისტრი სავარძელს აუქციონზე გაყიდის

  • რეზონანსი
  • 24 ივნისი 14:30, 2018 წელი

თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, არჩევნების შემდეგ მის სავარძელს აუქციონზე გასაყიდად გაიტანს. ამის შესახებ განცხადება თურქეთის მთავრობის მეთაურმა ქალაქ იზმირში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე გააკეთა.

„იმედი მაქვს, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები თურქეთში საზოგადოების კონსოლიდაციას შეუწყობს ხელს. საპრეზიდენტო მმართველობა თურქეთს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამტკიცებაში დაეხმარება. რაც შეეხება ჩემს სავარძელს, მზად ვარ ის აუქციონზე გავყიდო", - განაცხადა ბინალი ილდირიმმა.


თურქეთში ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნების დასრულების შემდეგ, ქვეყანა საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გაუქმდება.


უმაღლესი საარჩევნო კომისიის ცნობით, თავდაპირველად საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გახდება ცნობილი. წინასწარ მონაცემებს კომისია დღის ბოლომდე გაასაჯაროებს.


თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

წყარო: რეზონანსი