ტრისტან სარალიძის ანეკდოტები

  • თბილისელები
  • 22 ივნისი 18:41, 2018 წელი

ანეკდოტები
მიხოსთან მივა შვილი და ეუბნება:
– მამი, გახსომს, რომ მითხარი, თუ მეხუთე კლასში გადახვალ, 100 ლარს გაჩუქებო?
– ჰო, მახსომს, მერე?
– ხოდა, ენდე, 100 ლარიც დაგეზოგება.

***


გურიაში, ჭორიკანა ქალი გარდაიცვალა. მეზობელი დასტირის:
– ადე ცა, ადე... არ გრცხვენია? რაფერ გვტიებ ინფორმაციულ ვაკუუმში ამდენ ხალხს...


***
ქუთაისელი ტიპი ძმაკაცს ესაუბრება:
– დავაკვირდი, ძამია და ქალი და კალკულატორი, ერთი და იგივეა.
– რატომ?
– რატომ და: გიმრავლებს პრობლემებს, გიყოფს ცხოვრებას, გიკლებს სიცოცხლეს, გიმატებს ჭაღარებს, კუბში აყვანილი გხდის სულს და ფესვიდან იღებს ტვინს და აბა, რა გამოდის?


***
– რა დაგემართა, ბიჭო, რა ცხვირ-პირი ჩამოგტირის?
– დღევანდელი ჰოროსკოპი მაქვს ძალიან ცუდი.
– რაო, რას ამბობს?
– მერწყული მეუღლის ღალატის შესახებ გაიგებსო...
– მერე, შენ კურო არ ხარ?
– მე კი ვარ კურო, მაგრამ ჩემი ცოლია მერწყული.


***
– დედა, ნახე ჭიპი გავიხვრიტე ხუთ ადგილას და რგოლები გავიკეთე.
– კარგია შვილო, აწი ტრუსიკის ყიდვა აღარ დაგჭირდება, პირდაპირ ფარდა ჩამოიკიდე.


***
გურული ეუბნება მეგობარს:
– აღარ შემიძლია, ცოლი ყოველდღე ფულს მთხოვს.
– კი მარა, სა ხარჯავს?
– არ ვაძლევ და რას დახარჯავს?


***
მეგრელ გამყიდველს ეუბნება მყიდველი:
– უკაცრავად, ეს პური დღევანდელია?
– კი, ქალატონო, ხვალინდელიც.


***
– მას შემდეგ, რაც ჩემმა შეყვარებულმა გოგონამ მითხრა, რომ ბავშვი გვეყოლება, ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში, თითქმის ყველაფერი.
– მაინც რა?
– მისამართი, ტელეფონის ნომერი, გვარი, სახელი...


***
მეგრელმა თქვა:
– ეს ჩემი შეყვარებული, ჩემს დანახვაზე, ტირილს იწყებს და ვკომპლექსდები.
– რატომ კომპლექსდები?
– რატომ და, ვეღარ გავიგე, კაცი ვარ თუ ხახვი?!


***
მიხო უყურებს ტელევიზორს. შემოვიდა ცოლი და ეკითხება:
– რაო, მიხოვ, რას ამბობენ?
– რასა და, საქართველოს მთავრობა აცხადებს, საქართველოს მოქალაქეებს შემოსავლები გაეზარდათო.
– მერე?
– რა მერე? მაიტა, ქალო, ჩემი პასპორტი გამაიტანე, ჩავიხედო, კაცო, შიგნით, მგონი სხვა ქვეყნის მოქალაქე ვარ.

წყარო: თბილისელები