ორთაჭალაში შხამიანი გველი, გიურზა აღმოაჩინეს

  • რეზონანსი
  • 21 ივნისი 00:42, 2018 წელი

საქართველოს დიდ ქალაქებში წელს გველები თვალი საცემად მომრავლდა. მარტო დედაქალაქში ზაფხულის სეზონზე რამდენიმე ასეული შემთხვევაა - გველებს პოულობენ პარკებში, ეზოებში და ბინებში, ზოგჯერ მეხუთე და მეექვსე სართულებზეც კი.

მოსახლეობის მხრიდან ყოველდღიურად, საშუალოდ, 10-15 შეტყობინება შედის ქვეწარმავლის აღმოჩენასთან დაკავშირებით. წელს სულ 244 ქვეწარმავალია დაჭერილი. აქედან 1 შხამიანია. 


ზოგიერთ უბანში უფრო საშიში გველი ბინადრობს. ეს უბნებია:  კრწანისი, ორთაჭალა, აფრიკა, აეროპორტის მიმართულება, სადაც შხამიანი გველის გავრცელების არეალი მეტია. სხვათა შორისб 2 დღის წინ ორთაჭალაში შხამიანი გველი, გიურზა აღმოაჩინეს.

წყარო: რეზონანსი