რა კავშირი აქვს კვირის დღეების ხასიათსა და აბაზანის მიღების დროს ადამიანის ბედ-იღბალთან

  • თბილისელები
  • 19 ივნისი 15:45, 2018 წელი

ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, მისთვის რა არის კარგი, რა გზით იაროს, რომ ხიფათს ასცდეს. მაგალითად, თუ გეცოდინებათ, რა ახასიათებს კვირის თითოეულ დღეს, არ გაგიჭირდებათ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა.

ასტროლოგიურად, კვირის შვიდივე დღეს საკუთარი ენერგია და თავისი ინდივიდუალური ხასიათი აქვს.


ორშაბათი – შესაძლოა, სწორედ ორშაბათს გაიცნოთ ისეთი ადამიანები ან საქმიანი პარტნიორები, რომლებიც პირში გიღიმიან, ზურგს უკან კი, სამარეს გითხრიან. ფრთხილად განვლეთ ეს დღე. ეცადეთ, არ გაგიტყდეთ ჭურჭელი, რადგან ეს ცუდის მანიშნებელია.


სამშაბათი – თუ გართობა ან სიყვარულით ტკბობა გსურთ, ეს დღე იდეალურია. თუ ადამიანი გიყვართ, სწორედ ამ დღეს აუხსენით მას სიყვარული და ის გულგრილი არ დარჩება თქვენ მიმართ.


ოთხშაბათი – თუ ამ დღეს გადაწყვიტეთ ოჯახის შექმნა, ასტროლოგიური თვალსაზრისით, სტაბილური თანაცხოვრება რჩეულთან გარანტირებული გექნებათ. თუ დააპირებთ, საყვარელ ადამიანს გული გადაუხსნათ, საიდუმლო გაუმხილოთ და პატიება სთხოვოთ, მაშინ ესეც სწორედ ოთხშაბათს დაამთხვიეთ.


ხუთშაბათი – თუ ამ დღეს რაიმე დაკარგეთ, არ ინერვიულოთ და არ ინაღვლოთ, რადგან, ეს კარგის ნიშანია, ყველაფერი ცუდი მას გაჰყვება. ხოლო, თუ ამ დღეს სიყვარულში გამოუტყდით საპირისპირო სქესს, მაშინ, ისიც ამავე გრძნობით გიპასუხებთ.


პარასკევი – ამ დღეს დაწყებული ურთიერთობა, ხანგრძლივ კავშირსა და რჩეულთან ერთად ბევრ ბედნიერ წუთს გპირდებათ. ამ დღეს დაოჯახება კი, იღბლიანია.


შაბათი – დიდია შეცდომების დაშვების ალბათობა. არ ვარგა ამ დღეს ჭურჭლის გატეხა – ეს საყვარელ ადამიანთან ჩხუბის მიზეზი გახდება.


კვირა – იყავით ფრთხილად, დაკვირვებით და საღი გონებით აკონტროლეთ ირგვლივ მიმდინარე პროცესები. არ არის გამორიცხული, გარშემო მყოფების მხრიდან აგრესია სწორედ ამ დღეს წამოვიდეს და ამისთვის მზად უნდა იყოთ.


ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ კვირის რომელ დღეს და დღის რა მონაკვეთში იბანავებს ადამიანი. აბაზანის მიღებასაც თავისი დრო აქვს და ის გავლენას ახდენს ჩვენზე. ამ თემაზე ბევრი არ ფიქრობს და მიაჩნია, რომ ბანაობა უბრალო, ყოველდღიური თუ ყოველ დილა-საღამოს ჩასატარებელი აუცილებელი პროცედურაა. არადა, რეალურად, აბაზანის მიღებასაც თავისი დრო აქვს.


მაგალითად, თუ გინდათ, დიდხანს შეინარჩუნოთ ახალგაზრდული იერი და შარმი, აბაზანა დილის საათებში უნდა მიიღოთ. ფინანსური და მატერიალური კეთილდღეობისა და წარმატებების ადვილად მოსაპოვებლად, კარგია შუადღის შხაპი.


მაგრამ, როდესაც ძალის ნაკლებობას გრძნობთ და ენერგიის მომატება გსურთ, სავსე მთვარის პერიოდში ხშირად იბანავეთ. თუ ფინანსებში გიჭირთ და ფიქრობთ, რომ ხელი გეცარებათ, არ დაგავიწყდეთ ყოველი კვირის ხუთშაბათ საღამოს აუცილებლად იბანაოთ.


თუ სიყვარულში არ გიმართლებთ, პარასკევს იბანავეთ. შაბათს კი, ბანაობა არ ვარგა, რადგან მთელი კვირის სევდა ერთბაშად მოგეძალებათ და ცუდ განწყობაზე დადგებით. რაც შეეხება კვირას, ამ დღეს ბანაობა ძალიან კარგია, ის შემდგომ კვირაში წარმატებების მიღწევისთვისაა აუცილებელი. ასე, იღბალსაც დაიბევებთ და მომავალ კვირას ენერგეტიკული ჭუჭყისგან გათავისუფლებული შეხვდებით. საერთოდ კი, ასტროლოგიური თვალსაზრისით, აბაზანა ის ადგილია, სადაც ადამიანი მთელი დღის უარყოფით ემოციებს, ენერგიასა და ავადმყოფობას წყალს გაატანს და ტანიდან ჩამოირეცხავს.


კარგია, თუ საღამოს ზღვის მარილიან აბაზანაში ჩაწვებით და განიტვირთებით. ჩაყარეთ აბაზანაში ვერცხლისფერი მონეტები, ამით ადვილად ჩამოიცილებთ უარყოფით ენერგიას, დადებითს კი – შეიძენთ. უდიდესი ენერგია აქვს წვიმის წყალს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.

წყარო: თბილისელები