რატომ სვამენ ტიბეტელი ლამები დილაობით ცხელ წყალს?

  • funtime.ge
  • 13 ივნისი 18:05

ტიბეტურ მონასტერში მცხოვრები ლამების ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის ერთ-ერთი საიდუმლო - უზმოზე ცხელი წყალი. დილაობით ცივი წყლის სმას ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან...

ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება ადამიანმა თავის ორგანიზმს მოსწიოს, უზმოზე ცივი, ყინულიანი წყლისა და წვენების მიღებაა, - ამბობენ ტიბეტელი ლამები.

ამას იმით ხსნიან, რომ ცივი წყლის დალევის შემდეგ ორგანიზმი, გაღვიძების ნაცვლად, შოკს იღებს. ამ დროს ირთვება სიგნალი, რომელიც წყლის ორგანიზმის ტემპერატურამდე გათბობისკენ არის მიმართული. პარალელურად, ნაღვლის ბუშტისა და საჭმლის მომნელებელ სისტემაში სისხლძარღვების სპაზმი იწყება. კუჭის კედლების დაცვისთვის ორგანიზმი მეტ ლორწოს გამოიმუშავებს, შესაბამისად, საჭმლის მონელების პროცესი ნელდება.
სასარგებლო ნივთიერებების ათვისების ნაცვლად, ორგანიზმის ენერგია წყლის ტემპერატურის დარეგულირებას ხმარდება. ეს კი კალორიების დაწვის საუკეთესო საშუალება არ გახლავთ, პირიქით...
 
ტიბეტელი ლამების მტკიცებით, ცივი წლისგან განსხვავებით, ცხელი წყლის მიღება ანადგურებს ორგანიზმში ღამის განმავლობაში დაგროვილ მიკრობებს, ებრძვის მაღალ წნევას, ანემიას, სიმსუქნეს, ართრიტს და სიცოცხლეს 10 წლით ახანგრძლივებს.

ჩინეთში ბავშვებს პატარაობიდან ასწავლიან ჭამის წინ ცხელი წყლის დალევას. კაფესა და რესტორნებშიც კი, სანამ კლიენტს შეკვეთას მიუტანენ, ფინჯნით ცხელი წყალი მიაქვთ. ამასთანავე, წყლის ტემპერატურა 40-45 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge