"სექსის ლეგალიზება საქართველოში ჯვრისწერით უნდა მოხდეს"

  • თბილისელები
  • 12 ივნისი 13:58, 2018 წელი

"ჩვენს ქვეყანაში სექსის ლეგალიზება უნდა მოხდეს ჯვრისწერით, ხომ სასაცილოა,მმაჩის ბიურო რომ გიკანონებს, ვისთან იცხოვრო და დაწვე თუ არ დაწვე",-ამბობს ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში მომღერალი პაატა თედიაშვილი. 

გთავაზობთ ინტერვიუს ამონარიდს პაატა თედიაშვილთან. 


თუ გექნება დაუკანონებელი ურთიერთობა? 


-თუკი ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ჩვენ ვართ ღვთის შვილები  და  ღვთის ნებაა ჩვენი ქორწინების დაკანონება, ესე იგი ისიც ღვთის ნებაა, მე ვის ავირჩევ და ვისთან მექნება ურთიერთობა. უფალი ხომ ხედავს მე რა გულით ვარ მასთან და როგორ მინდა გავაგრძელო ეს ცხოვრება. 


"ახლა ვწერ სიმღერას იმაზე, რაც არის ყველაზე აქტუალური და აკრძალული, ყველაზე სასურველი ადამიანისთვის. სიმღერას ჰქვია "ძინძინ მუგუნინიბა". ეს სიმღერა იმაზეა, რომ რასაც ჩვენ გვიკრძალავენ,რეალურად, მისკენ ვილტვით. ამ სიმღერაში იუმორისტულად ასეთი  ტექსტია. "ტესტოსტერონის კაპრიზებია, ყველას გართობა როპმ ჰგონია". ეს ვაჟებზე  ფიზიოლოგიაა და აუცილებელია, ის რაც ვიღაცას გარყვნილება ჰგონია და ვნებას მიაწერს. კვირაში ერთი დღე მაინც , გოგომაც და ბიჭმაც, ეს თავისი ფიზიოლოგია უნდა დაიმშვიდოს, დაკავადეს სექსით და ორშაბათიდან შეუდგნენ შრომას. ევროპაში ასეა და წარმოიდგინეთ რა ხდება იმ ერთ დღეს. ვფიქრობ, რომ ეს უფრო საინტერესოა , ვიდრე ის რომ ქართველისთვის ყოველი დღე შაბათია. ძალიან ცოტა ადამიანები და წყვილები, ვისაც დაუკანონებლად აქვთ სექსუალური ურთიერთობა. ეს აღიქმება გარყვნილებად, მუდმივად ვუმალავთ ამას ოჯახის წევრებს, ნათესავებს, გარშემომყოფებს და გვგონია, რომ განვვითარდით. რეალურად კი ჩვენ არ ვართ იმ ზღვარზე გასული, სადაც ადამიანებს ქორწინების გარეშე, თავისუფლად შეუძლიათ ჰქონდეთ სექსუალური ცხოვრება. ჩვენს ქვეყანაში სექსის ლეგალიზება უნდა მოხდეს ჯვრისწერით. ხომ სასაცილოა, მმაჩის ბიურო რომ გიკანონებს, ვისთან უნდა ვიცხოვრო და დავწვე თუ არ დავწვე მასთან? 


 

წყარო: თბილისელები