არდადეგებზე საკითხავი სკოლის მოსწავლეებს – 5 ქართველი ავტორი ლევან ბერძენიშვილისგან

  • edu.aris.ge
  • 8 ივნისი 16:35, 2018 წელი

დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის არდადეგები მალე დაიწყება და დროა ზაფხულში წასაკითხი წიგნების სიაც მოამზადონ.

მე-11-12 კლასი ის პერიოდია, როცა სამყაროს აღქმა ახლებურად იწყება და ამაში საუკეთესო დამხმარეები წიგნები არიან. დასვენებებას ზოგადი განათლების ამაღლება კიდევ უფრო საინტერესოს ხდის, თუმცა ბევრისთვის წიგნების არჩევა არც ისე მარტივია.


EDU.ARIS.GE-მ რჩევისთვის ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილს მიმართა, რომელიც მაღალკლასელებს 5 ქართველი ავტორის წიგნებს სთავაზობს.


სიის პირველი ორი წიგნი ყველასათვის კარგად ცნობილია,  თუმცა ბერძენიშვვილის აზრით, სკოლის პროგრამა წიგნების სრულყოფილად გააზრების საშუალებას არ იძლევა:


„ეს დიდი მნიშვნელობის წიგნებია. სკოლაში ისწავლება, მაგრამ არასწორად. ბავშვები ვერ ნახულობენ იმას, რაც მასში არის. პროგრამა სხვა არის, ჩვეულებრივი კითხვა სხვა, ამიტომ ჯობია მშვიდად დასხდნენ და გული ჩააყოლონ“, – ამბობს ბერძენიშვილი.


შოთა რუსთაველი – „ვეფხისტყაოსანი“,


ვაჟ-ფშაველა – „ალუდა ქეთელაური“ „ბახტროინი“ და „სტუმარ-მასპინძელი“


მიხეილ ჯავახიშვილი – „ჯაყოს ხიზნები“


გურამ დოჩანაშვილი – „სამოსელი პირველი“


აკა მორჩილაძე – „ობოლე“

სრული ვერსიის ნახვა edu.aris.ge