7 ივნისი - რა მოხდა ამდღეს?

  • რეზონანსი
  • 7 ივნისი 10:00, 2018 წელი

7 ივნისი — გრიგორიანული კალენდრის 158-ე დღე (ნაკიან წლებში – 159-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 207 დღე

დღის მოვლენები


1099 : პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა - დაიწყო იერუსალიმის ალყა.


1340 : ჰოლანდიაში დააარსეს ქალაქი როტერდამი.


1494 : ესპანეთსა და პორტუგალის შორის დადებული შეთანხმებით ორმა ქვეყანამ ახალი მსოფლიო გაიყო.


1654 : ლუი XIV საფრანგეთის მეფე გახდა.


1692 : პორტ-როიალში, იამაიკა, მიწისძვრამ 1600 ადამიანი იმსხვერპლა, კიდევ 3000 მძიმედ დაშავდა.


1775 : შეერთებულმა კოლონიებმა შეიცვალეს სახელწოდება და ამ დღიდან მათ შეერთებული შტატები ეწოდათ.


1776 : ყველა ინგლისურმა კოლონიამ ნიუ-იორკის გარდა მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობის გამოცხადებას.


1832 : ირლანდიელი იმიგრანტების ჩამოტანილმა აზიურმა ქოლერამ კვებეკში 6000 ადამიანი იმსხვერპლა.


1863 : მეხიკო ფრანგებმა აიღეს.


1893 : განდის სამოქალაქო დაუმორჩილებლობის პირველი აქცია იწყება.


1903 : ბერლინში ფრანგმა მეცნიერმა პიერ კიურიმ განაცხადა ახალი ქიმიური ელემენტის პოლონიუმის აღმოჩენის შესახებ.


1905 : შვედეთისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა ნორვეგიამ.


1913 : ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე უმაღლესი მწვერვალი მაკ-კინლი დაიპყრეს ამერიკელმა მთამსვლელებმა.


1919 : ნიუ-იორკში პირველად ჩატარდა ავტომობილის მართვის მოწმობების წერითი ტესტური გამოცდა.


1929 : ვატიკანმა მიიღო სუვერენული სახელმწიფოს სტატუსი.


1942 : იაპონელმა ჯარისკაცებმა ალასკასთან აშშ-ის მფლობელობაში მყოფი ალეუტის ორი კუნძული დაიპრყეს.


1960 : საუდის არაბეთში ქალებს განათლების მიღების უფლე მიეცათ.


1965 : კორპორაცია „სონი“-მ წარმოადგინა სახლის პირველი ვიდეომაგნიტოფონი  CV-2000 რომლის ღირებულება $995 იყო.


1966 : ყოფილი მსახიობი, რონალდ რეიგანი, კალიფონიის 33-ე გუბერნატორი გახდა.


1967 : ექვსდღიანი ომის შედეგად ისრაელმა იერუსალიმი აიღო.


2006 : ბრიტანეთის პარლამენტის შენობა დახურეს ანთრაქსის საშიშროების გამო.


2007 : ამერიკელმა მეცნიერებმა მიაკვლიეს პოტენციურად მომაკვდინებელი ბაქტერიის ახალ შტამს სახელით Bartonella rochalimae.


2015 : საფეხბურთო კლუბმა ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში იტალიური იუვენტუსი დაამარცხა და ტიტული მეხუთედ მოიგო.


2016 : საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთის ნაკრები 1:0 დაამარცხა.


ამ დღეს დაბადებულნი


1848 : გოგენი, პოლ — ფრანგი ფერმწერი, იმპრესიონისტი. (გ. 1903)


1879: კნუდ რასმუსენი — დანიელი ეთნოგრაფი და მკვლევარი. (გ. 1933),


1896 : ნადი, იმრე — უნგრელი პოლიტიკოსი, პრემიერ-მინისტრი 1953—1955 (გ.1958)


1897 : მერეცკოვი, კირილ — რუსი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე (გ.1968)

1917 — დინ მარტინი იტალიური წარმოშობის ამერიკელი მსახიობი (გ. 1995)


1940 — ტომ ჯონსი (ნამდვილი სახელი ტომას ჯონს ვუდოურდი) ,ინგლისელი მომღერალი.


1942 — მუამარ კადდაფი, ლიბიელი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე (გ. 2011)


1952 : პამუკი, ორჰან —თურქი მწერალი


1958 : პრინცი — ამერიკელი მუსიკოსი

ამ დღეს გარდაცვლილნი


1329 — რობერტ ბრიუსი, შოტლანდიის მეფე (დ. 1274)


1954 : ალან ტიურინგი — ინგლისელი მათემატიკოსი (დ.1912)


2015 — კრისტოფერ ლი, ინგლისელი მსახიობი და მომღერალი. (დ. 1922)


მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები


დანია: პრინც იოახიმის დაბადების დღე.


ესპანეთი: რესპუბლიკის დღე


ყირგიზეთი: ფინანსური და ეკონომიკური მუშაკების დღე.


მალტა: წამებულების დღე.


ნორვეგია: დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე.


პერუ: დროშის დღე.


საეკლესიო დღესასწაულები


მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
მესამედ პოვნას პატიოსნისა თავის წმინდისა დიდებულისა წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი
თერაპონტე კვიპრელი.

წყარო: რეზონანსი