"კახა კალაძემ აქტიურად და სერიოზულად დაიწყო, იმ საქმის კეთება, რომელიც მე ვერ მოვახერხე... "

  • სარკე
  • 6 ივნისი 11:46, 2018 წელი

დედაქალაქის ყოფილი პირველი პირი დავით ნარმანია ამბობს, რომ მერობის პერიოდში 24 საათიან რეჟიმზე იყო გადასული და ერთი თავისუფალი დღეაც არ ჰქონდა. 

დღეს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიაში მუშაობს და ახლა უკვე დასვენების დღეებიც აქვს, ოჯახსაც მეტ დროს უთმობს და არც საყვარელი ჰობი ავიწყდება. 


გთავაზობთ ჟურნალ "სარკეს" ინტერვიუს  ამონარიდს დედაქალაქის ყოფილ მერთან დავით ნარმანიასთან. 


"თბილისის მერობა 24 საათიან სამუშაო რეჯიმს მოითხოვს, ახლა კი ასეთი დატვირთვით არ ვმუშაობ. მერის საქმიანობა მუდმივ მუშაობასტან იყო დაკავსირებული, რადგან  ქალაქი ცოცხალი ორგანიზმია, მუდმივად სუნთქავს, მუდმივად რაღაც ხდება და რაღაც არის გასაკეთებელი. საზოგადოებას უამრავი რამ სჭირდება, უამრავი მოთხოვნა აქვს. რესურსები კი შეზღუდულია. ვფიქრობ, რომ მერს ძალიან სჭირდება მორალური მხარდაჭერა",-ამბობს დავით ნარმანია. 


რა შეგიძლიათ გვითხრათ თბილისის მერზე, კახა კალაძეზე? 


"კახა კალაძე ჩემი მეგობარია. მან აქტიურად და სერიოზულად დაიწყო იმ საქმის კეთება, რომელიც მე ვერ მოვახერხე ან ვერ მოვასწარი, მისი მერობა წარმატებული და პროდუქტიული იქნება.


 

წყარო: სარკე