დეპუტატები თავიანთი ხელფასის გაორმაგებას აპირებენ

  • რეზონანსი
  • 6 ივნისი 10:48, 2018 წელი

სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ჩინოვნიკების ხელფასი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მუდმივად იზრდება.

საკრებულოსა და მერიის თანამშრომლების შემდეგ, ანაზღაურების გაზრდა დეპუტატებმაც მოინდომეს. მალე პარლამენტის წევრის ხელფასი 4624 ლარი იქნება, ანუ ორჯერ მეტი, ვიდრე დღეს აქვთ. ამის პარალელურად, ქვეყანაში მეტროს მემანქანეების ხელფასის გასაზრდელად თანხა ვერ გამოიძებნა.


ახლო მომავალში პარლამენტის წევრის გასამრჯელო რეგლამენტით დადგინდება, რომელიც 4624 ლარს შეადგენს. პარლამენტის წევრს აგრეთვე მიეცემა სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხა, რომელსაც პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს. ამ ცვლილებას პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოშია უკვე დარეგისტრირებული.

წყარო: რეზონანსი